IELTS

რა არის IELTS საერთაშორისო სერთიფიკატი?
IELTS  (The International English Language Testing System (IELTS) ) წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღარებულ სერთიფიკატს რომელიც განკუთვნილია მათთის ვისაც სურს სწავლა ან მუშაობა ისეთ ქვეყნებში სადაც ინგლისური ენა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საკომუნიკაციო ენას.

IELTS   გამოცდის ჩაბარების დროს აპლიკანტი გამოცდას აბარებს შემდეგ ძირითადი კომპონენტების მიხედვით:
  • Listening (მოსმენა)
  • Reading (კითხვა)
  • Writing (წერა)
  • Speaking (საუბარი)
Speaking-ის კომპონენტის ჩაბარებისას აპლიკანტთან ინტერვიუს წარმართავს სერტიფიცირებული გამომცდელი, რომლისთვისაც ინგლისური ენა წარმოადგენს მშობლიურ ენას.

ტესტის ფორმატი
IELTS საერთაშორისო სერთიფიკატი
არსებობს ორი სახის: Academic(აკადემიური) და Genera(ზოგადი). აპლიკანტი ირჩევს ერთ-ერთი სახის გამოცდას დანიშნულების მიხედვით.

Academic(აკადემიური) IELTS certificate განკუთვნილია მათთვის ვისაც სერთიფიკატი ჭირდება საზღარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო  General (ზოგადი) IELTS certificate - საზღვარგარეთ მუშაობის ან უცხო ქვეყნის ვიზის მისაღებად.

ორივე სახის სასერთიფიკატო გამოცდის Listening (მოსმენა) და Speaking (საუბარი) კომპონენტები ერთმანეთის მსგავსია, ხოლო Writing (წერა) და Reading (კითხვა) კომპონენტები განსხვავებულია

სერთიფიკატის ვადა

IELTS საერთაშორისო სერთიფიკატს გააჩნია მოქმედების განსაზღვრული ვადა- 2 წელი

როგორ  ჩავაბაროთ  IELTS  საერთაშორისო გამოცდა?
იმისათის, რომ  IELTS საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბაროთ მნიშვნელოვანია კარგან იცნობდეთ საგამოცდო ტესტის სტრუქტურასა და გქონდეთ გამომუშავებული ტესტის ადვილად აღქმის უნარი.

Royal English Centre  გთავაზობთ IELTS  საერთაშორისო საგამოცდო 2-3 თვიან მოსამზადებელ კურსებს,  რომელიც უშუალოდ მიმართულია ოთხივე ძირითადი კომპონენტის საფუძვლიან შესწავლაზე. კურსის განმალობაში სტუდენტი საფუძვლიანად ეცნობა გამოცდის სპეციფიკასა და უყალიბდება პრაქტიკული უნარ-ჩვევები. სტუდენტს უტარდება 2 იმიტირებული გამოცდა და მუშაობს დროის მენეჯმენტზე, რაც მნიშვნელოვანია გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის.

სად ჩავაბაროთ  IELTS  საერთაშორისო გამოცდა?

საქართველოში IELTS  საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ ბრიტანეთის საბჭოში (http://www.britishcouncil.ge/exam/ielts)

გამოცდა ტარდება თვეში ერთხელ, სადაც რეგისტრაცია უნდა გაიაროთ განსაზღვრულ ვადებში და გადაიხადოთ გამოცდის მომსახურების ღირებულება
IELTS Handbook 2015 http://www.ielts.org/pdf/IELTS%20Information-for-Candidates-March%202015.pdf


IELTS  მოსამზადებელი კურსი Royal English Centre-ში

Royal English Centre გთავაზობთ IELTS საერთაშორისო გამოცდის მოსამზადებელ კურსს. კურსის ხანგრძლივობაა 2-3 თვე
ჯგუფური მეცადინეობა:
  • გაკვეთილები ტარდება კვირაში 3ჯერ.
  • გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი
  • ჯგუფში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობაა-6
ინდივიდუალური მეცადინეობა:
  • გაკვეთილები ტარდება კვირაში 3ჯერ.
  • გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1საათ და 30 წუთი
  • ჯგუფში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობაა- 1

შემოგვიერთდით Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, მელიქიშვილის ქ. № 23, 0179
(+995 32) 2 22 50 42
555 005 755, 571 807 799