Royal English Centre

დაარსდა 2012 წლის 15 მარტს. დაარსების დღიდან ცენრტის მთავარ პრიორიტეტსა და მიმართულებას წარმოადგენს ინგლისური ენის სწავლება ყველა დაინტერესებული მსურველისთვის აკადემიურ დონეზე.  გარდა ინგლისური ენის საფუძვლიანად სწავლებისა, Royal English Centre  ასევე ეხმარება საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების მსურველებს და გთავაზობთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდის მოსამზადებელ კურსებს.

2012 წლის ივნისში Royal English Centre -მა გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ლონდონში არსებულ Williams College-სთან, რის საფუძველზეც Royal English Centre  -მა მიიღო პარტნიორობა კოლეჯისგან და ჩვენი სერთიფიკატი გაიცემა საერთაშორისოდ აღიარებული Williams College-ს სტანდარტების მიხედვით. გარდა Williams College-სა, Royal English Centre საქართველოს მასშტაბით თანამშრომლობს ისეთ საჯარო სტრუქტურებთან, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჭადრაკის ფედერაცია, ELSA-ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თსუ სტუდენტური თვითმმართველობა და სხვა.


2015 წლის მარტში Royal English Centre-მა მონაწილეობა მიიღო Cambridge Language Assesment-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში და დასახელდა მსოფლიოს 16 საუკეთესო ცენტრს შორის ნომინაციაში: ”Excellent Bussines Growth”

2017 წლის 1 აპრილიდან ცენტრი ფუნქციონირებას განაგრძობს Royal English Centre + სახელით, რაც იმის ნიშანია რომ ცენტრს დაემატა სხვადასხვა ევროპული და აღმოსავლური ენები

ამრიგად, Royal English Centre საერთაშორისო გამოცდილებისა და პროგრამებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საკუთარ სტუდენტებს აკადემიური განათლებითა და ეხმარება მათ წარმატებით გაართვან თავი საერთაშორისო გამოცდებს.


Royal English Centre +-ში სწავლება მიმდინარეობს Cambridge-ს უახლესი სახელმძღვანელოებით, რაც მსმენელს უზრუნველყოფს ხარისხიანი და სრულფასოვანი ცოდნით. ასევე საერთაშორისო საგამოცდო კურსების მოთხოვნებიდან გამომდიბარე მუდმივად ხდება IELTS, TOEFL, FCE, CAE საგამოცდო კურსების პროგრამების განახლება, რათა მსმენელი უზრუნველყოფილი იყოს ამომწურავი და უახლესი ინფორმაციით მიმდინარე გამოცდის ტენდენციების შესახებ.


ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინფასტრუქტურით რაც განაპირობებს კომფორტულ და სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას.  ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი თანამშრომლისა და სტუდენტის აზრი, ამიტომ პერიოდულად ვატარებთ ანონიმურ გამოკითხვებს, რაც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ სასწავლო პროცესი და უფრო ეფექტურად დავგეგმოთ ახალი პრიორიტეტები.




ჩვენ უკვე მეექვსე წელია წარმატებით ვახდენთ ჩვენი მიზნის რეალიზაციას. ნებისმიერ მსურველს ვთავაზობთ უფასო ტესტირება-გასაუბრებას ინგლისური ენის ფლობის დადგენის მიზნით და დეტალურ კონსულტაციას სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

ჩვენი მიზანია: ინგლისური ენის სწავლება აკადემიურ დონეზე ნებისმიერი მსურველისთვის
ჩვენი მისიაა: თანამედროვე მეთოდოლოგიითა და კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით მიზნების სრულფასოვანი შესრულება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, მელიქიშვილის ქ. № 23, 0179
(+995 32) 2 22 50 42
555 005 755, 571 807 799